ზურა ხაჩიძემ მეუღლის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გაავრცელა. მას შემდეგ ზურასა და ხათუნას ოჯახის მიმართ ყურადღება არ ნელდება.

ხათუნა ჟორდანიას ავსტრიაში სამკურნალოდ 75 000 ევრო სჭირდება. ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას მისი მეუღლე ზურა ხაჩიძე ამბობს, რომ ავსტრიელი ექიმები აიმედებენ, რომ მას ხუთ კვირაში განკურნავენ.
„ისრაელშიც ვიყავით, სადაც ექვსი ქიმიოთერაპია გავუკეთეთ. ავსტრიის კლინიკის ექიმები კი გვეუბნებიან, რომ ხათუნასთვის ექვსი ქიმიოთერაპია საჭირო არ იყო და

სამიც საკმარისი იქნებოდა. როგორც ჩანს, აქ სამედიცინო ბიზნესია ჩართული და ბევრი ქვეყანა არაკეთილსინდისიერად ცდილობს პაციენტისგან თანხების მოზიდვას. დაფინანსებაზე ფონდ „ქართუში“ განაცხადი შევიტანეთ და პასუხს ველოდებით. ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან დახმარების თაობაზე ზეპირი თანხმობა უკვე გვაქვს და, იმედია, ფონდი “ქართუ” ფინანსებს მალე გამოყოფს“, – ამბობს ზურა ხაჩიძე.