საკოორდინაციო საბჭოს წევრების სხდომა დასრულდა. სხდომის დასრულების შემდეგ, ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განმარტა, რომ მთავრობა დამატებით მკაცრ შეზღუდვებს არ გეგმავს.

ცქიტიშვილი ამბობს, რომ მთავრობა ამ ეტაპზე გეგმავს ისეთი ტიპის შეზღუდვებს, რაც ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებას არ შეუშლის ხელს.

ვიცეპრემიერმა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სრული ლოკდაუნის შესახებ უარყო და განცხადება გააკეთა:

„დღეის მდგომარეობით შეზღუდვებთან დაკავშირებით არ მიგვიღია. როგორც მედიასაშუალებებით და ასევე მოსახლეობაშია ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გუშინაც და დღესაც მივიღებდით გადაწყვეტილებას სისტემური ლოკდაუნის შესახებ, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.