სტამბოლში, სავარაუდოდ ქმრის მიერ მოკლული ქალის მეგობარი მონიკა ხარჩილავა აცხადებს, რომ გარდაცვლილი თამთა ჯანჯღავა ურთულს პირობებში ცხოვრობდა და სისტემატიური ძალადობის ქვეშ იმყოფებოდა, მას მეუღლე ირაკლი შურღაია მეგობრებთან კონტაქტს უკრძალავდა და 33 წლის ქალი ახლობლებს ჩუმად უკავშირდებოდა:

„ღამით დამირეკა, იქნებოდა ასე 11 საათი. მე მისი საცხოვრებელი მისამართი არ ვიცოდი, რადგან მეუღლე უკრძალავდა მეგობრებთან ურთიერთობას. ტელეფონზე მითხრა, რომ ქმარმა სასატიკად სცემა, ცხვირიდსნ სისხლი სდიოდა. მე ვუთხარი, სახლიდან გამოქცეულიყო და ჩემთან მოსულიყო. მითხრა, რომ იმ მომენტში ირაკლი სახლში არ იმყოფებოდა, აიღებდა პირად ნივთებს და გამოიქცეოდა. გამაფრთხილა, შენ არ დამირეკო, ჩემს ზარს დაელოდეო. ქუჩაში ველოდებოდი, ტაქსით უნდა მოსულიყო, ქუჩაში ველოდებოდი. რომ შეაგვიანდა, მეგობრისგან დავურეკე და მითხრა, რომ ირაკლის სადარბაზოში დაუჭერია და არ გამოუშვა. დამამშვიდა – არ ინერვიულო, არ ვუცემივარ ამჯერადო. უთქვამს, ერთი თვე დამაცადეო, უკრაინაში მივდივარ და

მერე რაც გინდა, ის გააკეთეო. შემდეგ თამთამ მითხრა, სანამ მე არ მოგწერ, არ დამიკავშირდეო. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ირაკლი დაემუქრა მას, თუ მონიკასთან მიხვალ, იმასაც მოვკლავ და შენცო. გავაფრთხილე, არ ენდო, არ დაუჯერო რასაც გეუბნება-მეთქი. პროზექტურაში ვიყავი, მაგრამ იქ არანაირი ინფორმაცია არ მოგვცეს. უბრალოდ, ისი ვიცით, რომ ცივი იარღით აქვს მრავლობითი ჭრილობა მიყენებული“- ამბობს მოკლულის მეგობარრი.

შეგახსენებთ, რომ თამთა ჯანჯღავას ცხედარი სტამბულის პოლიციამ დღეს აღმოაჩინა. მას სხეულზე ჭრილობების გარდა წამებისა და ცემის კვალი აღენიშნება. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ირაკლი შურღაიამ საკუთარ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის დროს ჭრილობები მიაყენა – რამდენიმე წლის წინ მამაკაცმა ცოლი ცივი იარაღით სახის არეში დაჭრა. ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებს პოლიცია, ქართველი ქალის ცხედარი კი ჯერ-ჯერობით ისევ სტამბულის პროზექტურაში რჩება.