ბათუმში კორონავირუსით ახალგაზრდა ექიმი გარდაიცვალა. დაღუპული 56 წლის მა­დო­ნა ტა­კი­ძეა. ის კორონავირუსის დიაგნოზით ბა­თუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ჰოს­პი­ტალ­ში ერთი თვის წინ შეიყვანეს.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ექიმს თანმხლებლი დაავადებები არ ჰქონია. ექიმის მდოგმარეობა შეყვანიდან მალევე დამძიმდა, ის ჰოსპიტალში რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იყო ხე­ლოვ­ნუ­რის სუნ­თქვის აპა­რატ­ზე იმყოფებოდა. როგორც ექიმები ამბობენ ინფექციამ ფილტვების მძიმე დაზიანება გამოიწვია.

“წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქო­ბუ­ლე­თის კლი­ნი­კებ­ში მუ­შა­ობ­და. დღეს დი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა, 56 წლის ასაკ­ში. გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვართ მომ­ხდა­რით”, – აცხა­დე­ბენ ახ­ლობ­ლე­ბი.